ტრამპი პუტინთან ხელახლა შეხვედრის იდეას მიესალმება

ჰელსინკში გამართული სამიტის შემდეგ, ტრამპის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასების მიუხედავად, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმერ პუტინთან ხელახლა შეხვედრის იდეას მიესალმება.

პრესსპიკერის სანდრა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჰელსინკის სამიტის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა აუცილებელია და ის მზადაა, განიხილოს პუტინის მხრიდან მისი მიწვევა მოსკოვში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში ოფიციალურად დაპატიჟა.