ტრამპი-პუტინის შეხვედრა 

ალასკის ქალაქ ანკორიჯში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

ორი საათი რჩება შეხვედრამდე, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე თითქმის ოთხწლიანი ომის ბედი უნდა გადაწყვიტოს. ქალაქში, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები შეხვედრის მოსამზადებლად დილიდან იმყოფებიან. რაც შეეხება ორი ქვეყნის ლიდერებს, ანკორიჯში ჯერ არცერთი მათგანი არ ჩასულა. მოლაპარაკებები თბილისის დროით 23 საათზე უნდა დაიწყოს. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ეს იქნება ტრამპისა და პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა, სადაც ამერიკის პრეზიდენტი შეეცდება რუსი კოლეგა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს. თუ კონსულტაციები შედეგიანი აღმოჩნდება, მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება, სხვა შემთხვევაში ჟურნალისტებთან კომენტარს, მხოლოდ დონალდ ტრამპი გააკეთებს.

რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები და რას მოითხოვს პუტინი მშვიდობის სანაცვლოდ – ეს არის საკითხები, რომელზედაც ახლა საერთაშორისო საზოგადოებისა და მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღებაა მიმართული – თიკა მიგინეიშვილი მუშაობს თემაზე.