ევროპის საზღვრები ძალისმიერი გზით არ უნდა შეიცვალოს – ასეთია ევროპელი ლიდერების მთავარი მოწოდება, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრამდე.
ევროკავშირის პოზიციაა, რომ უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი კვლავაც დაჟინებით აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერებისთვის აუცილებელია იქნება ე.წ. ტერიტორიების გაცვლა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის პუტინთან შეხვედრიდან მალევე მიხვდება აზრი აქვს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას. მკაცრია ოფიციალური კიევის ტონი, სადაც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა დასავლური მედია წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა ფრონტის ხაზის გაყინვას დათანხმდეს.