რა გაგრძელება მოჰყვება ტრამპის და პუტინის ორსაათიან სატელეფონო საუბარს და რა გავლენას მოახდენს გუშინდელი კომუნიკაცია სამშვიდობო პროცესზე, რომელიც ამ დრომდე მიუღწეველ ამოცანად რჩება.
ამერიკის პრეზიდენტის პროგნოზი ოპტიმისტურია. თეთრი სახლის ლიდერს პირისპირ მოლაპარაკების და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების იმედი აქვს. პროგრესის არ არსებობის შემთხვევაში დონალდ ტრამპი პროცესიდან გასვლას კიდევ ერთხელ აანონსებს. აშშ-ის პირველი პირისგან გასხვავებით, სკეპტიკურადაა განწყობილი ევროკავშირი, რომელმაც დიდ ბრიტანეთთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერთა პოზიციები თანხვედრაშია – უკრაინის პრეზიდენტსა და ევროკავშირს ცეცხლის შესაწყვეტად რუსეთის იძულება მხოლოდ ზეწოლის გაძლიერებით ესახებათ. თავის მხრივ უკრაინასთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ტრამპთან საუბრის შემდეგ შესაძლო კომპრომისებზეც მიუთითებს.
როდის და სად შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები – გარკვეული ვერსიები უკვე ვრცელდება.