რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო დისკუსიისას. ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების გაცვლა, მხარეებს შორის ახალი ჯგუფის შექმნა, რომელიც კონფლიქტის მოგვარებაზე იმუშავებს და უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა საუდის არაბეთში. ესაა ნაწილი იმ საკითხებისა, რაზეც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა გადაწყვეტილება სიტყვიერად მიიღეს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მათი სატელეფონო საუბარი ძალიან კარგი და პროდუქტიული.
დეტალებით თიკა მიგინეიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.