ტრამპი ირანთან მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს
დონალდ ტამპის განცხადებით, ირანის კუნძულ ქეშმზე მცირე დარტყმა განხორციელდა. ამერიკის პრეზიდენტის მტკიცებით, პარალელურად, ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ირანული მედიის თანახმად, კუნძულ ქეშმზე თავდასხმა ორი რაკეტით მოხდა, თუმცა, შესაძლო ზიანის შესახებ ირანული მედია ინფორმაციას არ ავრცელებს. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და ნავთობთან დაკავშირებული საქმიანი ოპერაციები უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე.