ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ალასკაზე შეხვედებიან

15:20, 09.08.2025
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკის შტატში გაიმართება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპმა პუტინთან შეხვედრის ამბავი ჯერ კიდევ სომხეთ-აზერბაიჯანის სამიტის დროს დააანონსა და განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაცია, შესაძლოა, მალე მოგვარდეს. ამასთან, შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიების გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მსგავსი