ტრაგედია ვაკის პარკში - საგამოძიებო პროცესი

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრა პირს ბრალს ოფიციალურად დღის ბოლომდე წარუდგნენ. მათი ნაწილი გუშინ გვიან ღამით, წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს.

როგორც „გრინსერვის +“-ის თანამშრომლებისა და კომპანიის დირექტორის ინტერესების დამცველმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და არც დოკუმენტაციის გაყალბებას ადასტურებენ. ადვოკატის ინფორმაციით, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა, რის შესახებაც თბილისის მერია ინფორმირებული იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შემოწმების პროცესი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბელა ზაქაიძე დეტალებით.