თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია – მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ფილტვი აქვს დაზიანებული. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კლინიკაში გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ამავე საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული.