თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გუშინ, ღამით საუნივერსიტეტო კლინიკაში საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან პირადად მიიღო. მთავრობის მეთაურთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი.
მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ მედიასთან განცხადებაც გააკეთა. პრემიერს მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და ამ პროცესს თავად გააკონტროლებს.