თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:03, 07.07.2025

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციაშია მართვით სუნთქვაზე. დაზიანებული აქვს ფილტვი. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს.

ჯანდაცვის მინისტრი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. კლინიკაში იმყოფებოდა ასევე ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი