თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონია

15:30, 06.10.2025

ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თორნიკე გიგაურმა ოქროს მედალი დაიმსახურა. 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბდულახ პარშიევი დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ცხრა სპორტსმენითაა წარმოდგენილი. დღეს მსოფლიო პირველობაზე სანდრო ახლოური იასპარეზებს. ჩემპიონატი პერუს დედაქალაქში მიმდინარეობს.

მსგავსი