თინა ბოკუჩავა ლაშა ცანავას დაკავებას „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ დევნად აფასებს. მისი თქმით, შეტევა და თავდასხმები გრძელდება. პარტიის ლიდერი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საჯარო პოსტს, სადაც ის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ლევან ხაბეიშვილის დაკავების გეგმაზე წერდა. საპასუხო განცხადება გაკეთდა მმართველი გუნდის მხრიდან.