თინა ბოკუჩავას განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ღამით მისი მეუღლე გაიტაცეს. მისივე ინფორმაციით, კოტე იოსელიანი რვა საათი იმყოფებოდა მოდულის შენობაში და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. ბოკუჩავას განცხადებით, ეს მისი დაშინების მცდელობაა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელა და უტა ივანიშვილს საჯაროდ ბოდიში მოუხადა. „წლების წინ უტა ივანიშვილის შესახებ სიცრუე გავავრცელე, რასაც გულწრფელად ვნანობ. მინდა მას ბოდიში მოვუხადო,“ – ამბობდა ვიდეომიმართვაში კოტე იოსელიანი.