„თეზოს თასი 2026“ სვანეთში მეთორმეტედ ჩატარდა. შეჯიბრი თეზო ჯაფარიძის ხსოვნას ეძღვნებოდა და ის ქალ და მამაკაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში გაიმართა. გამარჯვებულ სპორტსმენებს, სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოყვარულ მოთხილამურეს შეუძლია.