თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს შემოწმება

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, „როიალ ფიშ ბათუმი“ არაგეგმიურად შეამოწმეს. აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ვადაგასული სურსათი კი შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.