თეთრი სახლის წერილი კონგრესს
თეთრმა სახლმა კონგრესს წერილობით აცნობა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“ – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კანონით დონალდ ტრამპს ომის გასაგრძელებლად პირველ მაისამდე კონგრესის თანხმობა უნდა მოეპოვებინა. გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის განცხადება, ფაქტობრივად, გვერდს უვლის კანონს, რადგან ტრამპმა კონგრესს აცნობა, რომ საბრძოლო მოქმედებები „დასრულდა“, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ძალები რეგიონში კვლავ რჩებიან.