თეთრი სახლის წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ
თეთრი სახლის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვის შემდეგ, კიევში ჩავიდნენ. ეს კუშნერისა და ვიტკოფის პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინის დედაქალაქში. ტრამპის წარმომადგენლებს, რომლებიც კიევში მატარებლით ჩავიდნენ, ქვეყნის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი დახვდა.
იქამდე კი მომლაპარაკებლები კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის საუკეთესო სურვილები გადასცა. მათივე ინფორმაციით, უიტკოფმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი საუბარი საინტერესო იყო და ის დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება.