თეთრი სახლის წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ

18:15, 06.09.2026

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას მართავენ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო, ამერიკელმა დიპლომატებმა კიევში ჩაფრენა ვერ შეძლეს და მატარებლით მგზავრობა მოუწიათ.

უკრაინაში გამგზავრებამდე, უიტკოფი და კუშნერი კრემლში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრა გამართეს.
თეთრ სახლში შეაფასეს, რომ შეხვედრა „არსებითი“ იყო. ხოლო კრემლში მიანიშნეს, რომ უკრაინის ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ვითარება „რთულია“.

მსგავსი