თეთრი სახლის მრჩევლის განცხადება

საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების სანახავად, რუსეთის დელეგაცია ირანში მდებარე ერთ-ერთ აეროდრომზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე ორჯერ იმყოფებოდა. – ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს. კვირის დასაწყისში სალივანმა განაცხადა, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადებოდა. დღეს კი თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს ირანში სატელიტური გამოსახულებები ადასტურებს. აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატები უფრო მეტი სიზუსტით გამოირჩევა.