“ტერორიზმის საქმეზე” ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროკურორი წინა პროცესზე დაწყებულ დასკვნით სიტყვას განაგრძობს. ბრალდების მხარის პოზიციით, ექვსი პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად პროკურატურას საკმარისი არგუმენტები აქვს. დაცვის მხარე ამ არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებს.
პროკურატურის შემდეგ, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით სწორედ ადვოკატები მიმართავენ. საქმეზე ორ ბრალდებულს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავებიან, ოთხს კი ამ ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევას.