ტერორისტული აქტის მცდელობა – პოლიტიკური შეფასებები
ამართლებენ თუ არა ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“, ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის – „მიზანი ამართლებს საშუალებას“ – ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ლელო – ძლიერ საქართველოში“ ამბობენ, რომ ბრძოლის ის ფორმა, რომელიც ალეკო ელისაშვილმა აირჩია, მიუღებელია, თუმცა, მათთვის უსამართლოა თანაგუნდელისთვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციაც. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და გამოძიებას არ ენდობა ოპოზიციის ნაწილი. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ იმ ქმედების გამართლება, რომელიც თავად ელისაშვილმაც აღიარა, მიუღებელია.