ტერორისტების საქმეზე პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს

12:14, 28.06.2018

სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს პროკურატურა დღეს ტერორისტების საქმეზე.

სხდომაზე ვიდეოჩანაწერებს გამოიკვლევენ, რომლებშიც ლიკვიდირებული პირების მარშრუტია ასახული. ასევე, ბრალდებულების პირადი კომპიუტერებიდან ამოღებულ ვიდეომასალას. პროკურორის ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებში გატარებულია „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგია. ამის შემდეგ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაცვის მხარე დაიწყებს.

დაკავებულების ადვოკატებს რამდენიმე მოწმის დაკითხვა აქვთ დაგეგმილი.

მსგავსი