ტერაქტი ირანში

ირანში სამხედრო აღლუმზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. დაშავებულია 60 პირი. ცოტა ხნის წინ მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თუმცა, ირანის ხელისუფლება მომხდარში ამერიკელ ინსტრუქტორებს ადანაშაულებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხედრო აღლუმზე თავდასხმა ტერორისტების რეგიონული სპონსორებისა და ამერიკელი ინსტრუქტორების ხელშეწყობით განხორციელდა.

ისლამურ რესპუბლიკაში ტერაქტი ქალაქ აჰვაზში მოხდა. რამდენიმე უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სამხედრო აღლუმის მსვლელობის დროს ცეცხლი გახსნა.