ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერის პროექტი

გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოებისთვის განკუთვნილი თანამედროვე აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა გადასცა.

აღჭურვილობის გადმოცემა პროექტის – „ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – ფარგლებში განხორციელდა, რომელიც „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში“ ინიციატივის ნაწილია.