ტენდერი ახალი სტადიონის პროექტირებაზე
თბილისში ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა – 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტთან, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ აშენდება. ეს იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები.
ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სტადიონთან სწრაფად მისასვლელად დაგეგმილია ახალი სატრანსპორტო კვანძების პროექტირება. ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია UEFA ექსპერტებთან ერთად მუშავდება.