თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

აქტივისტმა თემურ ქათამაძემ 48-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.ვივამედის“ დირექტორის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკვე ჩაუტარდა საჭირო კვლევები. ცოტა ხნის წინ ის ადვოკატმაც მოინახულა. ინტერესების დამცველის ინფორმაციით, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება თავად თემურ ქათამაძემ მიიღო. მისი მოთხოვნაა, კლინიკაში შეექმნას ისეთივე პირობები, როგორიც დროებითი მოთავსების ცენტრში იყო. კერძოდ საუბარია, ადვოკატთან ზარის განხორციელების შესაძლებლობაზე, ინფორმაციაზე წვდომასა და მნახველების შესვლის საშუალებაზე.