პარასპორტსმენი და სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი საქართველოს პარალიმპური დელეგაციის მედროშე იქნება. დადიანი საქართველოს სახელით პარა ქროს-ქანთრის დისციპლინაში იასპარეზებს. ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი – მილანი და კორტინა უმასპინძლებს. შეჯიბრება 6-15 მარტს გაიმართება. მანამდე კი პარასპორტის განვითარების ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურის, თემურ დადიანის ვარჯიშს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი დაესწრო და მას წარმატება უსურვა.