თემურ აბაზოვის საქმის ახალი დეტალები

თემურ აბაზოვის საქმის ახალი დეტალები. მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები მთავარ პროკურორს გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ. გაგი მოსიაშვილის თქმით, ბრალდების მხარე 6 აგვისტოს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს და ვადის გადაწევას 20 სექტემბრამდე მოითხოვს.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ პროკურატურამ ორ თვეში შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო, ახლა კი ცდილობს ცრუ მოწმეები ჩართოს საქმეში.

ინტერესების დამცველების მტკიცებით, ინციდენტამდე აბაზოვს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც შემდგომში, შესაძლოა, მომხდარის საფუძველი გახდა.