ტელეკომპანია „მთავარის“ განცხადება

„მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი“,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ტელეკომპანია განცხადებაში წერს, „მთავარი არხის“ გუნდი დიდი ხანია არის „ქართული ოცნების“ ანგარიშსწორების სამიზნე.

„მთავარი არხის“ გუნდი ასევე სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზარალებულ ყველა მოქალაქესა და კოლეგა ჟურნალისტებს სხვა მედიებიდან. „ჩვენ ერთად ვიბრძვით ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ამ ბრძოლაში ვართ ურყევები და მიზანდასახულები“, – ნათქვამია განცხადებაში.