თელავი CEV U18 ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს
თელავი 18 წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს. მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ძლიერი და პერსპექტიული ახალგაზრდული ნაკრებები. საქართველოში თამაშებს გამართავენ: ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მასპინძელი ქვეყნის 18 წლამდელ ქალთა ნაკრებები. საქართველოს გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს და აზერბაიჯანსა და პოლონეთს შეხვდება. ყველა შეხვედრა თელავის სპორტის სასახლეში გაიმართება.