თეა წულუკიანმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატი ქართველი სამხედროების გასამართლება არ არის. პარლამენტის ვიცესპიკერი ამბობს, რომ ქართული ჯარის სიმართლეს სტრასბურგის სასამართლოში „ქართული ოცნება“ იცავდა და განაჩენში სწორედ მათი ძალისხმევით ჩაიწერა, რომ გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს.