თეა წულუკიანის განცხადება

12:40, 22.07.2020

იუსტიციის მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ 2020 წლის არჩევნები, წინა წლებთან შედარებით, კიდევ უფრო მშვიდ გარემოში წარიმართება. თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულია, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა.

რაც შეეხება შეთანხმების მეორე ნაწილს, მართლმსაჯულების თემაზე, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ იქ არცერთი კონკრეტული გვარი არ არის მითითებული და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკაში ჩართულ პირს სასჯელი არ უნდა ემუქრებოდეს.

თავისუფალი ხედვა

თავისუფალი ხედვა

მსგავსი