თეა წულუკიანის განცხადება

ვინ უნდა იყოს პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში – ეს იუსტიციის სამინისტროს ან მთავრობის კომპეტენცია არ არის, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა, ანა დოლიძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნაზე, კომენტირებისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ მხარეები ერთმანეთში თავად გაერკვევიან. საუბარია იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის პრეზიდენტისადმი მიმართვაზე, სადაც ის სალომე ზურაბიშვილს, დოლიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას სთხოვს.

პრეზიდენტისთვის მიმართვას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა განსხვავებული მოთხოვნით – ანა დოლიძის იმპიჩმენტის საკითხზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს.

 

დატოვე კომენტარი