თეა წულუკიანი "საერთაშორისო გამჭვირვალობას" პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაში ადანაშაულებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაში ადანაშაულებს. იუსტიციის მინისტრი ამ განცხადებით დანიაში ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გაკეთებულ რეპლიკებს გამოეხმაურა.

წულუკიანი აცხადებს, რომ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველომ დადებითი შეფასებები მიიღო და ერთადერთი, ვინც ქვეყნის კრიტიკა დაიწყო, ეს “საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელი იყო, რაც მისთვის მიუღებელია.