თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობს

იუსტიციის მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს. თეა წულუკიანის განცხადებით, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის ბრალი, რომ 2011 წელს საერთაშორისო სასამართლოში საქართველომ მარცხი განიცადა და ამ მარცხის გამოსწორება ახლა ხელისუფლებას უწევს. ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თეა წულუკიანისა და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.