თეა წულუკიანი „ფეისბუქის“ ანგარიშების გაუქმებას გამოეხმაურა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ 400-ზე მეტი ანგარიშის გაუქმებას გამოეხმაურა.  თეა წულუკიანის თქმით, მისთვის უცნობია ე.წ. ტროლებისა და ბოტების ანგარიშების შესახებ ინფორმაცია.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო არაერთხელ ყოფილა ე.წ. ტროლების სამიზნე. მისივე განცხადებით, ნამდვილი „ტროლები“ და „ბოტები“ ქუჩაში და საზღვარგარეთ არიან.