თეა წულუკიანი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების განცხადება გასაკვირი არ არის

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების განცხადება გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რუსეთის გენერალური პროკურატურიდან ტატუნაშვილების ოჯახისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, მცდელობა რუსეთის მხრიდან უდანაშაულოდ წარმოაჩინოს თავი, პირველი შემთხვევა არ არის და, შესაბამისად, ოფიციალურ თბილისში ეს აღარავის უკვირს. არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად ორი საჩივარი მზადდება. ერთი ოჯახის, მეორე კი სახელმწიფოს მხრიდან, ბუნებრივია, ორივე შემთხვევაში, მოპასუხე მხარე რუსეთის ფედერაციაა.