თბილისში, ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს. “მოამბემ” ექსკლუზიურად მოიპოვა თვითმხილველის მიერ გადაღებული კადრები, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი. შემთხვევა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, ღამის კლუბის სტუმრებს შორის დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. ოთხივე ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ვაკო ორმოცაძე შემთხვევის ადგილიდან.

დატოვე კომენტარი