თბილისში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება

თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. საორგანიზაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროცესის მიმდინარეობას განათლების მინისტრი გაეცნო. უკრაინელი ბავშვებისთვის მოწყობილია საკლასო ოთახები და გაწერილია საგაკვეთილო ბადე. ყველა საგნისათვის შერჩეული არიან მასწავლებლები. მათ შორის არიან როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები.