თბილისში პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს

უკვე ექვსი საათია, თბილისში პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს. დღეს საპროკურორო საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე პროკურორები ახალ წევრებს აირჩევენ.

საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი წევრები ნათია სონღულაშვილი და გიორგი გაბოძე სხვა თანამდებობაზე გადაინიშნენ და ეს თანამდებობები, კანონის მიხედვით, საბჭოს წევრობისთვის შეუთავსებელია.

თემის დეტალებით გიორგი კობერიძე.