თბილისში პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს

გვიან ღამით თბილისში პრეზიდენტის სიძე დაჭრეს. მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ოთხი ჭრილობით გოგოჭური გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს.

ექიმის თქმით, ოთხივე ჭრილობა გამჭოლია და ქვედა კიდურების არეში აღენიშნება. დაშავებულს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

როგორც დაშავებულის ექიმი ამბობს, დაზიანებების გათვალისწინებით, შესაძლოა, პაციენტი კლინიკაში ერთ კვირას დარჩეს. რაც შეეხება გამოკითხვას, მინდია გოგოჭურთან სამართალდამცავები გასაუბრებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც პაციენტს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.

 

დატოვე კომენტარი