თბილისში ერთი პირი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში 1969 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. აბრეზი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.