თბილისსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს 

12:29, 31.12.2025

თბილისსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდნენ, მათ შორის – თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის მოქალაქეები. დაკავებულებიდან 13 პირი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და ნარკოდანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარითა და თურქეთის სამართალდამცავი უწყების მიერ ეროვნულ დონეზე იძებნებოდა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღნიშნული პირების ესკორტირება „სარფის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განხორციელდა, სადაც დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გადაეცათ შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.

მსგავსი