თბილისის მთავრობის სხდომა - კახი კალაძის განცხადება

დედაქალაქის მთავრობის სხდომა მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. კახა კალაძემ 13 ოქტომბერს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, თანამშრომლობა გამოძიებასთან გრძელდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მან მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას დაავალა, რომ ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება განხორციელდეს ყველა იმ სამუშაოსი, რომლის ექსპერტიზაც „მშენ ექსპერტს“ აქვს გაკეთებული.

კალაძის თქმით, უნდა შემოწმდეს ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზაც იმ საექსპერტო ბიურომ შეასრულა, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.