თბილისის „იბერია“ ევროტურნირზე, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს
თბილისის „იბერია“ ევროტურნირზე, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩში ქართულმა კლუბმა ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნი“ 2:1 დაამარცხა. ქართულმა გუნდმა ბოლოს უეფა-ს საკლუბო ტურნირის მთავარ ეტაპზე 2004 წელს ითამაშა, მაშინ თბილისის „დინამომ“ უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ევროპის ლიგის პლეი ოფში „იბერიის“ მეტოქე პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება.