თბილისის „გრანდ სლემი“ ძიუდოში

12:33, 23.03.2026

ორო ოქრო და ოთხი ბრინჯაო – ამ შედეგით დაასრულეს ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისში მიმდინარე „გრანდ სლემი“. ოქროს მედლები ირაკლი დემეტრაშვილმა და ლუკა მაისურაძემ დაიმსახურეს. ბრინჯაოს მედლებს საბა ინანეიშვილი, ლუკა ჯავახიშვილი, თორნიკე გიგაური და გიორგი ლოლაძე დაეუფლნენ. თბილისის „გრანდ სლემი“ საქართველოს ნაკრებმა ექვსი მედლით დაასრულა. მამაკაცებში საერთო გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა ჩვენმა ნაკრებმა.

მსგავსი