თბილისის „დინამოს“ 15 წლამდელთა გუნდი ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალისტია

თბილისის დინამოს 15 წლამდელთა გუნდი ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალისტია.

პრესტიჟული გათამაშების ნახევარფინალში ვახტანგ იაგორაშვილის გაწვრთნილებმა მოსკოვის სპარტაკი დაამარცხეს.

შეხვედრამ გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია. თამაში თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა, პენალტების სერია კი დინამოელებმა უკეთ შეასრულეს და 4:2 მოიგეს.

ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალი დღეს დინამო არენაზე გაიმართება – თბილისელები ესპანიოლს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.