თბილისის №102 საჯარო სკოლაში გამოფენა დაარბიეს

ნუცუბიძის პლატოზე მდებარე №102 სკოლაში, სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების მიერ ორგანიზებული გამოფენა დაარბიეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი წაღებულია, ხოლო ნაწილი განადგურებული.

„აქ იყო აქვამარისი და ასევე, ინგლისურ ენაზე დაწერილი სიტყვა რევოლუცია“, – ასეთი გზავნილი დახვდათ გამოფენაზე მისულ არტისტებს. წარწერა სავარაუდო დამნაშავეებმა დატოვეს. მომხდარის შესახებ სამართალდამცავ უწყებას ორგანიზატორებმა უკვე მიმართეს.