„თბილისი არენაზე“ „RAF Georgia“-ს ღონისძიება მიმდინარეობს

21:32, 11.07.2026

10-0 – ცოტა ხნის წინ ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ პრომოუშენში სადებიუტო შეხვედრა გამართა და 2012 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ ჯეიკ ვარნერს მოუგო, ბრძოლაში პეტრიაშვილს მესამე რაუნდი არ დასჭირდა.

უკვე ერთ საათზე მეტია, „თბილისი არენა“ გამორჩეულ სპორტულ სანახაობას მასპინძლობს, სადაც ხუთ ქართველ მებრძოლსაც ვიხილავთ. ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი იღებს, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები. „RAF Georgia“-ს მთავარი შეხვედრა მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის შედგება, რომელიც სულ ცოტა ხანში დაიწყება.

მსგავსი